ევროინტეგრაციის თაობაზე მოქალაქეების ინფორმირებულობაზე სასულიერო პირებიც ზრუნავენ-ვიქტორ დოლიძე {VIDEO}

2017 წლის 17 მარტი | 12:47

“სასულიერო პირებს, ევროინტეგრაციის შესახებ,  მოქალაქეების ინფორმირებულობაში დიდი როლი შეუძლიათ ითამაშონ, ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ისინი ამ პროცესში ჩართულები არიან”, – ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა  კომიტეტს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მოქალაქეებთან საკომუნიკაციო თემები წარუდგინა. დოლიძის თქმით, საინფორმაციო კამპანია ქვეყნის ყველა რეგიონშია დაწყებული.

მინისტრის განცხადებით,  კამპანიისას მოქალაქეებს განემარტებათ  თუ რა უფლებებს გვანიჭებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რა არის შეჩერების მექანიზმი და რა შემთხვევებში ამოქმედდება ის.

სინქრონები:

  • ვიქტორ დოლიძე-სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში;
  • თამარ ხულორდავა-საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.