მცენარეების მავნებელი აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს ბუფერულ ზონებშიც შეინიშნება {VIDEO}

2017 წლის 20 მარტი | 15:37

ყავისფერი მარმარა, ე.წ. აზიური ფაროსანა, რომელიც მცენარეებისთვის საზიანო მავნებელია საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი აზიანებს თხილს, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს. ხოჭოს შემდეგი დამახასიათებელი თვისებები აქვს: საფრთხის შემთხვევაში, მისი სუნი შემაწუხებელი ხდება მოსახლეობისთვის, იგი იზამთრებს სახლებშიც, თუმცა შენობებში ქიმიის გამოყენება შეუძლებელია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მიმდინარე წელს უკვე დაწყებულია. როგორც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, განაცხადა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად მონიტორინგი უკვე ჩატარდა და დაწყებულია საინფორმაციო კამპანიაც.

მისივე განცხადებით, ძირითადი ყურადღება დასავლეთ საქართველოსკენ არის მიმართული, სადაც შეინიშნება მავნებლის არსებობა ბუფერულ ზონებშიც. ლიპარტია თვლის, რომ მოსახლეობის ჩართულობა ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლაში.

სინქრონი:

ზურაბ ლიპარტია – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი.