ისტორიული ციხე კოშკი დანგრევის პირას – ხოდაშენის ხარების მონასტერი {VIDEO}

2017 წლის 22 მარტი | 12:28

სოფელ ხოდაშენში არსებული ბერაანთ ციხე მარანი მეთექვსმეტე საუკუნით თარიღდება, სხვადასხვა წყაროების ცნობით ამ სამონასტრო კომპლექსში დაწურული ღვინით მარაგდებოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამ დროისთვის დანგრევის ზღვარზეა, განადგურების პირას არის საუკუნეების წინანდელი მარანი და საწნახელი, ადგილი კი სადაც ქვევრებია ჩაყრილი კენკროვანი ბარდით არის დაფარული, როგორც სოფელ ხოდაშენის მკვიდრი ისტორიკოსი ლეილა ჯავახიშვილი ამბობს სამონასტრო კომპლექსის აღდგენა ამჟამინდელი გამგებლის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა. რას აცხადებენ ხოდაშენის მაცხოვრებლები და რას პასუხობს მათ ხელისუფლება.

წყარო: “თანამგზავრი”.