ომბუდსმენის მოადგილე – ლგბტ აქტივისტების აქცია მშვიდობიანად ჩატარდა [Video]

2017 წლის 17 მაისი | 13:22

ლგბტ აქტივისტების აქცია ორგანიზებულად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მოადგილემ განუცხადა. ამასთანავე, ეკა სხილაძემ აღნიშნა, რომ მნიშნველოვანია საკუთარი პოზიციის გამოხატვა ლგბტ თემმა მომავალშიც უსაფრთხოდ და მათთვის სასურველი ფორმებით შეძლონ.

სახალხო დამცველის მოადგილე აქციის მიმდინარეობას თვალს პირადად ადევნებდა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი 17 მაისის განვითარებული მოვლენების მონიტორინგს განაგრძობს.

სინქრონი:

ეკა სხილაძე – ომბუდსმენის მოადგილე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ბობ ჭურღულია.