ოჯახის სიწმინდის დღე და მსვლელობა თბილისში [Video]

2017 წლის 17 მაისი | 20:38

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა გაიმართა ხატებიტა და ლოცვით. მართლმადიდებელი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ფილარმონიიდან სამების ეკლესისაკენ გაემართა.

მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება და კონცერტისთვის მზადება ფილარმონიასთან 9 საათზე დაიწყო. კონცერტები სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა, მათ შორი ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამასთანავე კათოლიკოს-პატრიარქი 6-ზე მეტ შვილიან ოჯახს თავდადებული მშობლის ტიტულს მიანიჭა.

ოჯახის სიმტკიცის დღედ 17 მაისი საქართველოში  2014 წელს გამოცხადდა. ამავე დღეს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

სინქორნები:

  1. მიტროპოლიტი ილარიონი;
  2. ლაშა ტალახაძე – ძალოსანი;
  3. გიორგი ასანიძე – სპორტსმენი;
  4. შალვა შუბლაძე – აქციის მონაწილე.

ავტორები:

ნინო ხაბაძე, მარი მაჭარშვილი, ბობ ჭურღულია.