17 მაისს საქართველოში კავშირგაბმულობის დღე აღინიშნება [Video]

2017 წლის 17 მაისი | 18:05

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობის პროფესიული დღის აღსანიშნად,  „კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის“ ტელეკომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთ-ერთი ბაზა დაათვალიერებინა. კავშირგაბმულობის მომავალ სპეციალისტებს სადგურის მუშაობის სპეციფიკა აუხსნეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, მობილური კავშირგაბმულობის მე-4 თაობის სისტემები, რადიოსიხშირული სპექტრის ინტენსივობის მაღალი დონისა და სიხშირული სპექტრის რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილებების,  ასევე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთიანი სისტემა. ამ ეტაპზე უკვე მოქმედებს თბილისის ტერიტორიაზე ორი, ზუგდიდში ერთი და კიდევ ერთი მოძრავი მონიტორინგის ცენტრი.  ეს სადგურები უზრუნველყოფს  რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგს.

პროექტის დამამთავრებელ ეტაპზე  წყნეთის მიმდებარედ  რიგით მესამე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის მონტაჟი იგეგმება.

სინქრონები:

  1. ვახტანგ აბაშიძე – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
  2. შოთა ნიჟარაძე – “კავკასიის ტექნოლოგიური სკოლის” დეკანი;
  3. მეგი გერაძე – “კავკასიის ტექნოლოგიური სკოლის” სტუდენტი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.