14 ახალი გაზიფიცირებული დასახლებული პუნქტი

2016 წლის 10 ნოემბერი | 15:43

semekiგაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია, 14  დასახლებული პუნქტი დაემატა.  დასახლებათა სრული ჩამონათვალი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვერ გვერდზეა განთავსებული. www.gnerc.org– ს მონაცემებით ახლად დამატებულ 14 დასახლებულ პუნქტია:

  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაური
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ანაგა
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო მაღარო
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი განჯალა
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი უზუნთალა
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დუზაგრამა
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღანლო
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კალინინო
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ბირლიკი
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი თაზაქენდი
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაში

“გაზიციფირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ”  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებაში  გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ამჟამად, ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 741 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი.

გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org მიერთების საფასურის გამომთვლელია განთავსებული. გამომთვლელი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები, გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.