12 საათის მონაცემებით, აჭარაში არჩევანი 38 713-მა ადამიანმა გააკეთა {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 15:53

აჭარაში, 12 საათის მონაცემებით, არჩევნებზე  რეგისტრირებული 308 576 ამომრჩევლიდან, უბნებზე მხოლოდ 38 713 მივიდა, რაც 12, 54 %-ს შეადგენს.  ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებზე მოსახლეობის  11, 26 % მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა-15 %-იანი აქტივობით. 8 ოქტომბრის არჩევნებზე,  12 საათის მონაცემებით, აჭარაში  მოსახლეობის 19,3 % იყო მისული.  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უბნებზე  პროცედურული სახის 10-მდე საჩვარია რეგისტრირებული.

ავტორები:

ლანა ძაძამია, ზვიად დარჩიძე, მირზა ციმნარიძე.

წყარო: TV25.ge.