მეტადონით ჩანაცვლების პროგრამით მომსახურება ზაფხულიდან  უფასო ხდება {VIDEO}

2017 წლის 13 მარტი | 12:49

მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარებისთვის სერვისით მომსახურება ზაფხულიდან უფასო ხდება. ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ლაშა კილაძის ინფორმაციით, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება პაციენტის მხრიდან თანაგადახდას ითვალისწინებდა, რაც პაციენტს თვეში 110 ლარი უჯდებოდა. მოცემული მომენტისთვის, აღნიშნული სერვისით სარგებლობა უსასყიდლო მხოლოდ აივინფიცირებულებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების იმ ნაწილისთვისაა, რომელთა სარეიგინტო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

სიახლის შესახებ კილაძემ, თბილისში, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის მერვე განყოფილების გახსნისას განაცხადა. მისი განმარტებით, ცენტრების გაფართოება რეგიონებშიც იგეგმება. მოცემული მომენტისთვის, დედაქალაქის გარდა, მსგავსი ცენტრები თელავში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქობულეთში, ბათუმსა და ზესტაფონში ფუნქციონირებს.

სინქრონები:

ლაშა კილაძე – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი;
ხათუნა თოდაძე – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ბობ ჭურღულია.