11-12 მარტის მოვლენები, კახა ბუხრაძის აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობიდან გადაყვანის მიზეზი არ გამხდარა – შსს

2017 წლის 6 ივნისი | 13:09

კახა ბუხრაძის ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად გადაყვანა ბათუმში 11-12 მარტის მოვლენებს არ უკავშირდება, – განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელმა “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცსთან” საუბრისას გააკეთა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ქვეყნის მასშტაბით როტაციისა და საკადრო ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს და მის ფარგლებში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის -კახაბერ ბუხრაძის სხვა რეგიონში გადაყვანის გარდა არაერთი ცვლილება განხორციელდა.

შეგახსენებთ, 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ბუხრაძის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება იყო.