გამარტივებული შესყიდვის გზით გადახდილი 105 500 ლარი [Video]

2017 წლის 22 ივნისი | 15:02

ელექტრონული ტენდერის გარეშე შეძენილი ღონისძიების ორგანიზება და „საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაცია საჯარო უწყებას. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოს, გამარტივებული შესყიდვები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს. „ზაფხული იწყება აქ“ ტურსტული სეზონის გახსნისთვის 9 ივნისის ღონისძიება „ინვენტ პროდაქშენს“ სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის გზით დაუკვეთა, ხოლო მომსახურებისთვის 105 500 ლარი გადაუხადა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკურორტო სეზონის გახსნა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლისთვისაც გამარტივებული შესყიდვა მიზანშეწონილი არ იყო, მით უფრო ისეთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ხელმძღვანელიც ბათუმის მერიას დაქვემდებარებული აიპი-ს სამხატვრო ხელმძღავნელია.

წყარო: TV25.