10 ივნისის სტიქიის შედეგად დაბა ახალდაბაში დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 13:40

დაბაში ზარალი ჯერ არ დათვლილა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 

ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, ჯერ არ დაწყებულა მდინარის კალაპოტის გაწმენდა, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა არ აქვს.

შეგახსენებთ, შაბათს საღამოს წამოსულმა ძლიერმა წვიმამ ახალდაბაში მეწყერი გამოიწვია. მთიდან წამოსულმა დიდი რაოდენობით წყლის და მიწის მასამ ცენტრალური გზა გადაკეტა და მოსახლეობა დააზარალა.

სინქრონები:

  1. ბლიაძე ჯულიეტა – დაზარალებული;
  2. დიმიტრი ყიფიანი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

წყარო: TV  ბორჯომი.