ჩვენ შესახებ

logoabout

ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში მოქმედ დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანებას, რომელიც შეიქმნა 2005 წლის 3 ივნისს და აერთიანებს 21 ტელე–რადიო მაუწყებელს საქართველოში.

ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს რეგიონული სამაუწყებლო კომპანიების მდგრად განვითარებას, რათა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს თავისუფალი სიტყვა და ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობას და სამოქალაქო აქტივობის ზრდას.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრებს სურთ იყვნენ ყველაზე ახლობელი და სანდო მედია, რომელიც რეგიონების ხმას აწვდის სრულიად საქართველოს.

კონტაქტი:

  • ლეონიძის ქ. 11ა;
  • info@garb.ge;
  • 0322 930 300.

 


 

12087676_10205125459476193_4746672379973739309_o

ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი GARB-ს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. პროფესიით ჟურნალისტს აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროის იყო რეგიონული მედიასაშუალებების რედაქტორი. “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” იგი ხელმძღვანელობდა ქართულ-აფხაზური გაზეთის “პანორამას” გამოცემას. არის ერთი სახელმძღვანელოსა და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორია. GARB-ს ნათია კუპრაშვილი წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ პლატფორმასა და ევროპის სამოქალაქო პლატფორმაში, სადაც არჩეულია კოორდინატორად და საბჭოს წევრად. ნათია ასევე კოორდინირებს კოალცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საქმიანობას, რომლის წევრი “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაცაა”. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


nugzar suaridze

ნუგზარ სუარიძე

ნუგზარ სუარიძე 2010 წლიდან მუშაობს GARB-ში, ამჟამად არის პროგრამების ხელმძღვანელი. თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის, კინოფაკულტეტის, კინო-ტელე-ვიდეო საოპერატორო სპეციალობის დამთავრების შემდეგ გაიარა საგამოძიებო ჟურნალისტიკის “60 წუთი” და “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” კურსები. 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ბეჭდურ და ტელემედია საშუალებებში სხვადასხვა პოზიციაზე.


12933033_1294822253865068_2753019897253771339_n

ნინო ხელაძე

ნინო ხელაძე 2016 წლიდან მუშაობს GARB-ში, ამჟამად არის საინფორმაციო და სადისკუსიო პროგრამების ხელმძღვანელი. პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობდა ტელეკომპანია “იმედში” ჟურნალისტად და ტელეარხ 25-ზე საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერად, ასევე იყო საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.


tamar karelidze

თამარ კარელიძე

თამარ კარელიძე GARB-ში 2010 წლიდან მუშაობს. 2012 წლამდე მუშაობდა ჟურნალისტად, ტელეჟურნალ “მრავალკუთხედსა” და ყოველდღიურ ახალ ამბებზე, 2012 წლიდან კი ითავსებს ახალი ამბების რედაქტორის ფუნქციებს.
2013 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორი, 2015 წლიდან კი ამავე ორგანიზაციის პროექტ, “მედიაჩექერის” მონიტორი.
2013-2014 წლებში, ჰამბურგში, გაიარა “ჟურნალისტიკის საერთაშორისო აკადემიის” სალექციო-სატრენინგო მოდული “ჟურნალისტიკა ციფრულ სამყაროში”.
თამარ კარელიძე უძღვება სალექციო კურსს სახელწოდებით “ახალი მედია” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. არის ჟურნალ “ლიბერალის” ბლოგერი.


eka mamamtavrishvili

ეკატერინე მამამთავრიშვილი

ჟურნალისტი ეკატერინე მამამთავრიშვილი GARB-ის გუნდის წევრი 2012 წლიდანაა. მუშაობს როგორც ყოველდღიურ ახალ ამბებზე, ასევე ამზადებს სიუჟეტებს ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის“. არის თანაავტორი ყოველდღიური პროგრამის „სხვა ცნობარი“, რომელიც საქართველოს რეგიონებში მიმდინარე აქტუალურ მოვლენების აერთიანებს. როგორც ჟურნალისტსა და ფოტოკორესპონდენტს აქვს ბეჭდვურ და ონლაინმედიაში მუშაობის გამოცდილება. მისი მეორე პროფესია ფოტოგრაფიაა. არის რამდენიმე, მათ შორის, საერთაშორისო გამოფენის მონაწილე.


irma charaqashvili

ირმა ჭარაქაშვილი

ირმა ჭარაქაშვილი GARB-ში 2013 წლიდან ახალი ამბების ჟურნალისტად მუშაობს და ასევე ყოველკვირეული ტელეჟურნალ “მრავალკუთხედისთვის” ამზადებს სიუჟეტებს. 2015 წლიდან არის ყოველდღიური საინფორმაციო დაიჯესტის “სხვა ცნობარის” თანაავტორი. პროფესიით ჟურნალისტმა – დაამთავრა გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტ “ალმა-მატერის” სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობით. მუშაობდა მედია-მონიტორინგის ჯგუფ “პრაიმ-ტაიმში” მედიანალიტიკოსად. ასევე აქვს რადიოსა და საინფორმაციო სააგენტროში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს გაირა რამდენიმე პროფესიული ტრენინგი.


giorgi mantidze

გიორგი მანთიძე

გიორგი მანთიძე 2013 წლიდან მუშაობს GARB-ში, არის საიტის garb.ge-ის ადმინისტრატორი, ასევე ორგანიზაციის სოციალური მედიის მენეჯერი. 2012 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში. კითხულობდა სალექციო კურსს “ინფორმაციულ წიგნიერებაში” ილიას უნივერსიტეტში, ასევე არის ბლოგერი. 2014 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. არის დაოჯახებული.


sandro khatiashvili

ალექსანდრე ხატიაშვილი

ალექსანდრე ხატიაშვილი GARB-ს 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ დაკავებული აქვს როგორც ტელე-ოპერატორის, ასევე მემონტაჟის პოზიცია. იგი ამზადებს როგორც ყოველდღიურ ახალ ამბებს და ტელე-სიუჟეტებს, ასევე ყოველკვირეულ ტელეჟურნალს “მრავალკუთხედი’ და გადაცემას “განსხვავებული აზრი”. ორგანიზაციაში სხვა და სხვა დროს ინგლისურ ენოვანი ფილმებისთვის ამზადებდა ტიტრებს ქართულ ენაზე. პროფესიით კინო-რეჟისორი, მან 2011 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერიტეტის კინო-ტელე მიმართულება. ასევე გავლილი აქვს სხვა და სხვა მოკლევადიანი კურსები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.


12620357_1016623501728775_1554454962_o

რობერტ ჭურღულია

რობერტ ჭურღულია პროფესიით ოპერატორია. 2000 წლიდან სხვადასხვა ტელერადიო კომპანიაში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. იყო ტელერადიო კომპანია „ოდიშის“ მთავარი ოპერატორი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონის ოპერატორი. არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და ოპერატორი. ამჟამად არის „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ოპერატორი და მემონტაჟე.