საპენსიო სისტემის სიახლეები, რომელიც უნდა იცოდეთ – განსხვავებული აზრი (აუდიო)

2016 წლის 20 ივლისი | 14:09

როგორი საპენსიო სისტემა უნდა მოქმედებდეს საქართველოში და რა გავლენას მოახდენს ცვლილება ემიგრანტებზე-საკითხზე ორი პროექტი უკვე არსებობს. ერთ-ერთის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა, ალტერნატიულ დოკუმენტზე კი საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა იმუშავა. სამინისტრო პენსიის ინდექსაციის სისტემის დანერგვას გეგმავს, რაც უწყების განმარტებით იმას ნიშნავს, რომ პენსიონერი იქნება უფრო მეტად დაცული და მას ექნება გარანტია რომ ფასთა ცვლილება მასზე ყველაზე ნაკლებად აისახება. გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელის განმარტებით, სახლემწიფომ მათი რეკომენდაციების ნაწილი უკვე გაიზიარა, თუმცა არის რიგი ძირეული განსხვავებები, რამაც ალტერნატიული დოკუმენტის შემუშავება განაპირობა. “განსხვავებული აზრი” გთავაზობთ ოთარ ძიძიკაშვილის და ირაკლი პეტრიაშვილის ინტერვიუს.

ოცდამეჩვიდმეტე გადაცემა.