რამდენიმე “გომბეშო” და ძველი “მოსკვიჩი” – განათლების სისტემის ხარვეზები: განსხვავებული აზრი (აუდიო)

2016 წლის 5 ივლისი | 12:14

ქართულ განათლების სისტემაში რამდენიმე “გომბეშოა”-ერთ-ერთი მათგანია კომუნიკაციის უთანაბრობა, “ჩვენ თუ გვინდა მაგარი განათლების სისტემა, მისი საფუძველი არის მასწავლებელი”.

მასწავლებლის, პროფესორის, მეცნიერის და აღმზრდელის სტატუსი უფრო ბრენდული უნდა გავხადოთ – განათლების ახლადდანიშნული მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას” სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება რომ არ ჰქონდეს საუკეთესო განათლების სისტემა. ასევე მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია შრომის ბაზართან კავშირი. “სამწუხაროდ ჩვენ ვაწარმოებთ ისეთ დიპლომიან ხალხს, რომელიც მერე ვერ საქმდება”. გადაცემა “განსხვავებულ აზრში” ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლამდელი არზრდის სისტემის ინტეგრირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალი წლიდან წლიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ბაღების სასწავლო პროგრამას სამინისტრო შეადგენს. გადაცემაში ჩვენ ტრადიციულად გთავაზობთ განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტის შეფასებას. ამჯერად ჩვენი მეორე რესპოდენტია შალვა ტაბატაძეა, “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” ხელმძღვანელი.

ოცდამეთხუთმეტე გადაცემა.